სამართლიანი სასამართლო საქართველოსთვის
გაგვიზიარე შენი აზრი, შემოგვთავაზე ცვლილების კონკრეტული ხედვა და რეალისტური გეგმა
შეიტანე შენი წვლილი სასამართლო სისტემის ცვლილებაში
პროექტი თანადგომა 2025 შეიქმნა საზოგადოებრივ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნა რომელიც ვერცერთმა აქამდე საქართველოს მმართველმა პარტიამ ვერ დააკმაყოფილა - სამართლიანი, ლეგიტიმური, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაა.




ჩვენი მიზანი
შევაგროვოთ რეალისტური აზრები და გეგმები რათა საზოგადოების დონეზე გავიაზროთ თუ როგორ უნდა შეიცვალოს და რანაირი გახდეს ჩვენი საქართველოს სასამართლო სისტემა.
რას ვაკეთებთ
ვიწვევთ ყველას - იურისტებს, პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებს, ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, სამართალმცოდნეებს, საჯარო სამსახურის მოხელეებს და ა.შ. რათა დავაფიქსიროთ მათი აზრი თუ როგორ მივიღოთ, ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს პირობებში გამართული ნდობით და პატივისცემით აღჭურვლი, სამართლიანი სასამართლო სისტემა.




შესავსები კითხვარი
ჩვენი შესავსები ფორმა შედგება კონკრეტული, ცალსახა და პირდაპირ კითხვებისაგან რადგან ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ქართულ რეალობაზე მორგებული კონკრეტული გეგმები და არა სურვილები და ოცნებები!
იდეების ერთ სივრცეში თავმოყრა და ანალიზი
ჩვენ ტექნიკურად მოვუყრით, დავაფიქსირებთ და შევქმნით აზრთა საინფორმაციო ბაზას. ვიქნებით პროცესის ადმინისტრატორები. ასევე საზოგადოებიდან მოვიწვევთ ანალიტიკოსებს რათა დავაჯგუფოთ აზრები. მოვამზადებთ საფუძველს შემდგომი განხილვებისთვის და კრიტიკისთვის.